„საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 813
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 25/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 140.070.000.05.001.001.646
  • Word
813
24/12/2004
სსმ, 39, 25/12/2004
140.070.000.05.001.001.646
„საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში დახმარების გაწევა;“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების გატარებისას და საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციის დროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მართვის განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროები, აგრეთვე სხვა სამინისტროები და უწყებები გადასცემენ მათ კავშირგაბმულობის ხაზებსა და არხებს.“.

3. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შინაგანი ჯარებისათვის წვევამდელების შერჩევას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები და შინაგანი ჯარების წარმომადგენლები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებთან ერთად.“.

4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ორგანიზებას უწევს შინაგანი ჯარების შევსებას – გასაწვევი კონტინგენტის შესწავლასა და შერჩევას შინაგანი ჯარების სარდლის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 დეკემბერი.

№813რს