დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ სასესხო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019310 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1190
2015 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ სასესხო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ სასესხო ხელშეკრულება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ სასესხო ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და დავით ლეჟავა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები