შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1186
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019299
  • Word
1186
08/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019299
შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1186

2015 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „გრინ ფის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „გრინ ფის“ და ინდური კინოკომპანია ,,First Frame Entertaiments Pvt“-ის მიერ მხატვრული ფილმის გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „გრინ ფისათვის“ (ს/კ №205254366) 10 (ათი) დღის ვადით, დანართით განსაზღვრული ქონებით უზრუნველყოფა და სათანადო დახმარების გაწევა.

2. შპს „გრინ ფიმ“ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ უზრუნველყოს:

ა) 2 835 (ორი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ლარის მიმართვა სახელმწიფო ხაზინის მიმღების ანგარიშზე ;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული შეთანხმების საფუძველზე:

ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2 (ორი) სარეკლამო რგოლის გადაღება ყველა ხარჯის დაფარვით, გარდა სამხატვრო ხარჯისა;

ბ.ბ) რუსთაველის კინოთეატრში არანაკლებ 3 ნებისმიერ სეანსზე, მხატვრულ ან ანიმაციურ ფილმზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა უსასყიდლოდ დასწრება.

 პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი

 

დანართი

 

 

1. ტანკი „T-72“ - 2 ერთეული (დროებით სარგებლობაში).

2. უნაგირა „გამწე“ - 2 ერთეული (დროებით სარგებლობაში).

3. მუზარადი რკინის - 100 ცალი (დროებით სარგებლობაში).

4. ფუჭი ვაზნა 7,62X54 - 500 ცალი.

5. კვება (მშრალი ულუფა) - 40.