დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლუქსორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019279 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1179
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლუქსორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ქუჩა ბაღდადი, ნაკვეთი 23/043/ქალაქი თბილისი, ქუჩა ბაღდადის, ნაკვეთი 23/040-ში მდებარე 26295 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა № 1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.12.023.044), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 900 000 (ორი მილიონ ცხრაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლუქსორს“ (ს/კ №406132929).
2. საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 2 (ორი) თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა ) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე მრავალფუნქციური (მათ შორის, საცხოვრებელი) დანიშნულების შენობა/ნაგებობ(ებ)ის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო, აგრეთვე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოება;
გ) ამ განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, არანაკლებ 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება .
3. შპს „ლუქსორი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობებ ის შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვე სტიციის თანხის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია , რომლის მოქმედების ვადაც, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი ) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები