სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019274
  • Word
1178
04/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019274
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1178

2015 წლის 4 ივნისი

. თბილისი

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

1.„ სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა დამე-18მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთებიუსასყიდლოდ,საკუთრებაში გადაეცეთ, ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს.

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

)     ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთისა;

)    ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირისაგანრაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანო მდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. შემძენის მიერ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთის შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. შემძენის მიერ განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთის გასხვისებისას, ახალ შემძენზე არ გადადის ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.

4.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელონ კანონმდებლობით გათვალი წინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                          . ღარიბაშვილი