დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019272 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1177
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსახლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოსგამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 201 5 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 15 მუხლით გათვალისწინებული პროგრამის - „სახელმწიფო ქონების მართვა“ (პროგრამული კოდი: 24 01 02) ქვეპროგრამით - „სახელმწიფო საპრივატიზაციო ობიექტების აღრიცხვისა და შეფასების ხარჯი“ (პროგრამული კოდი: 24 01 02 0 2) გათვალისწინებული ასიგნებიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები