საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019261
  • Word
1174
04/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019261
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1174

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტებთან დაკავშირებით 2010 წლის 27 აგვისტოს და 2011 წლის 20 ივლისს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (როგორც სესხის გამცემი) და შპს „ენგურჰესს“ (როგორც სესხის მიმღები) შორის გაფორმებული ქვესასესხო და გადასესხების და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყოველი წლის პირველი გადახდის თარიღების შეცვლასთან დაკავშირებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს შპს „ენგურჰესის“ წინადადება ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტებთან დაკავშირებით 2010 წლის 27 აგვისტოს და 2011 წლის 20 ივლისს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (როგორც სესხის გამცემი) და შპს „ენგურჰესს“ (როგორც სესხის მიმღები) შორის გაფორმებული ქვესასესხო და გადასესხების და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყოველი წლის პირველი გადახდის თარიღების 25 ივლისით შეცვლის თაობაზე.

პრემიერ-მინისტრი                                            ი . ღარიბაშვილი