დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №597 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019257 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1173
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 201 5 წლის 19 მარტის №597 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 201 5 წლის 19 მარტის №597 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ უფლება, ამავე დანართით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, დანართში მითითებული ოდენობით, აიღონ სესხი და მიიღონ გრანტი ფონდისაგან.“;
ბ) დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
დანართი
ლარი
| № | თვითმმართველი ერთეულის დასახელება | ქვეპროექტის დასახელება | სესხის ოდენობა | გრანტის ოდენობა |
| 1 | მესტიის მუნიციპალიტეტი | სოფელ მულახის თემის ცენტრის რეაბილიტაცია | 1,079,630 |
|
| 2 | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული გზის რეაბილიტაცია | 1,098,263 |
|
| 3 | კასპის მუნიციპალიტეტი | ქ. კასპის სპორტკომპლექსის რეაბილიტაცია | 815,054 |
|
| 4 | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს შიდა გზების და ხიდების რეაბილიტაცია | 1,264,462 |
|
| 5 | მარტვილის მუნიციპალიტეტი | სოფლების: სალხინო-ლეცავე-ბალდის გზის რეაბილიტაცია | 1,082,966 |
|
| ქალაქ მარტვილში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია |
| 1,187,087 | ||
| 6 | სიღნაღის მუნიციპალიტეტი | სოფლების: ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა | 1,415,692 |
|
| 7 | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი | ქალაქ ქუთაისში, ა(ა)იპ - ქ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია | 1,750,000 | 1,050,000 |
| ქალაქ ქუთაისში, ნიკეას უბნის (ქუჩის, შესახვევებისა და სანაპირო ქუჩების) რეაბილიტაცია | 3,774,649 | 2,264,790 | ||
| 8 | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის | 1,367,914 | 820,748 |
| 9 | გორის მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტის | 1,693,120 | 1,015,919 |
| 10 | მარნეულის მუნიციპალიტეტი | მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულის №3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია |
| 417,656 |
| 11 | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის |
| 250,750 |
| 12 | გურჯაანის მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტში, |
| 1,650,298 |
| სულ ჯამი | 15,341,750 | 8,657,248 | ||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები