საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019250
  • Word
1171
04/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019250
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1171

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოსსაავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათაშესახებ

1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 9 მუხლის მე- 2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის, „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციისტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების საგზაოსამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის მე- 14 მუხლის საფუძველზე,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)საავტომობილო გზის 136-ე კმ- ზე საბაჟო- გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მიმდებარედ, მოსალოდნელი სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების პრევენციის მიზნით,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაშიარსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზებისდეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენტი) 2015 წელს უზრუნველყოს:

ა) საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციისსაზღვარი) საავტომობილო გზის 136-ე კმ- ზე საბაჟო- გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მიმდებარედ, „საევაკუაციო ნაგებობების“ მოწყობის სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საპროექტო დასაზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თგათვალისწინებული სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველომომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,„ სახელმწიფოშესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ ქვეპუნქტისშესაბამისად;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთანდაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა,  „ საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის მუხლით (პროგრამული კოდი - 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებული სამუშაოებისგანხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებულისაპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;

ე) წინადადების წარდგენა იმ უწყების განსაზღვრისათვის, რომელსაც „საევაკუაციო ნაგებობები“გადაეცემა ამგანკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებული „საევაკუაციო ნაგებობების“მოწყობის მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული „საევაკუაციო ნაგებობების“ადგილმდებარეობისა და მისი საევაკუაციო პარამეტრების შეთანხმება უზრუნველყოსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი