სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიებების გატარების თაობაზე

  • Word
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიებების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019246
  • Word
1168
04/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019246
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიებების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1168

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, დაევალოს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს არაუმეტეს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გამოყოფა ა(ა)იპ − საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირისათვის გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით.

2. ეთხოვოს ა(ა)იპ − საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტრანთა ცენტრალურ კავშირს, წლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                              ი. ღარიბაშვილი