დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის - „ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება „მინამატას კონვენციის“ რატიფიკაციის მიზნით და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება მის აღსასრულებლად“ მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №688 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019341 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1163
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის - „ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება „მინამატას კონვენციის“ რატიფიკაციის მიზნით და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება მის აღსასრულებლად“ მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №688 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის - „ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება „მინამატას კონვენციის“ რატიფიკაციის მიზნით და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება მის აღსასრულებლად“ მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №688 განკარგულებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ შეთანხმების პროექტს - „ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება „მინამატას კონვენციის“ რატიფიკაციის მიზნით და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება მის აღსასრულებლად.“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები