საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019338
1160
04/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019338
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1160

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2015 წლის პირველი აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 63 926.08 (სამოცდასამი ათას ცხრაას ოცდაექვსი ლარი და რვა თეთრი) ლარს.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომია მიმართოს საქართველოში 2015 წლის 3-4 ივნისს, ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership OGP) რეგიონული კონფერენციის ორგანიზების უზრუნველყოფის დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი