შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019336
  • Word
1158
04/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019336
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1158

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს ფოსტის“მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფოშესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს ფოსტამ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 203836233) საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების 2015-2016 წლების გამოცემის თემატური გეგმით განსაზღვრული საქართველოს საფოსტო მარკების ბეჭდვისა და ბეჭდვასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებლი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავებრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრიი. ღარიბაშვილი