დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019333 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1155
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით:
ა) შპს „საქაერონავიგაციამ“ (ს/კ 208144051) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროექტის მიზნებისთვის შუქტექნიკური სისტემებით აღჭურვის საპროექტო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს კომპანია ADPI-ისგან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი და მოზიდული სახსრების ფარგლებში;
ბ) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ (ს/კ 404389693), თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურად და შეუფერხებლად წარმართვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს აეროპორტის რეაბილიტაციის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციისგან (IATA), გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები