დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“, ღსს „აზერიოლსერვისი-ს ფილიალს საქართველოში“ და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალს“ შორის უფლება-მოვალეობათა განსაზღვრისა და ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ სამმხრივი შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019332 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1154
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“, ღსს „აზერიოლსერვისი-ს ფილიალს საქართველოში“ და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალს“ შორის უფლება-მოვალეობათა განსაზღვრისა და ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ სამმხრივი შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“, ღსს „აზერიოლსერვისი-ს ფილიალს საქართველოში“ და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალს“ შორის უფლება-მოვალეობათა განსაზღვრისა და 2009 წლის 9 დეკემბრის №85, 2011 წლის 15 ივლისის №87 და №88, 2011 წლის 29 სექტემბრის №136 და 2011 წლის 13 დეკემბრის №182 ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ გასაფორმებელი სამმხრივი შეთანხმების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები