დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ქვეკრიტიკული დანადგარი „გამამრავლებელი I“-ის მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019331 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №115 3
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ქვეკრიტიკული დანადგარი „გამამრავლებელი I“-ის მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
1. 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების ჰააგის სამიტის კომუნიკეს 21-ე და 22-ე პუნქტების შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ქვეკრიტიკული დანადგარი „გამამრავლებელი I“-ის მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაცია.
2. დაევალოთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს, ასევე ეთხოვოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული რეპატრიაციის სანაცვლო კომპენსაციის რაობისა და მიზნობრიობის დადგენა და საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები