„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის №321 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019330
  • Word
1152
04/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019330
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის №321 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1152

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის №321 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის №321 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ორი ერთეული სპეციალური ტექნიკის (მრავალფუნქციური ექსკავატორ-დამტვირთველი და მაღალი გამავლობის თვითმცლელი ავტომობილი) შეძენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.

პრემიერ - მინისტრი ი. ღარიბაშვილი