დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ორკესტრებისა და მუსიკალური ცენტრების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №98 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1149 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019327 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1149
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ორკესტრებისა და მუსიკალური ცენტრების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №98 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო ორკესტრებისა და მუსიკალური ცენტრების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №98 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ორკესტრების, მუსიკალური ცენტრების, სახელოვნებო სასწავლებლებისა და ანსამბლების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“;
ბ) განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა - სახელმწიფო ორკესტრებმა, მუსიკალურმა ცენტრებმა, სახელოვნებო სასწავლებლებმა და ანსამბლებმა შემოქმედებითი და სასწავლო -საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები