საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019326
  • Word
1148
04/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019326
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1148

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში-ცენტრი), გაეროს კრიმინალის და სამართლის რეგიონალთაშორისო ინსტიტუტთან ( UNICRI) გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტების - B1 ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორიული მენეჯმენტის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ტრენინგ და რესურს-ცენტრის შექმნა“ და C4 „ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის რისკების მართვის სისტემის შექმნა საქართველოსთვის“ ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:

ა) ევროპის წამყვანი ინსტიტუტებისგან ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის სასწავლო პროგრამის (ტრენინგები) მომსახურების შესყიდვა;

ბ) ევროპელი ექსპერტების მომსახურების შესყიდვა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესყიდვებზე „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2011 წლის 7 აპრილის 9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად , დადგინდეს განსხვავებული პირობები და უფლება მიეცეს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ექსპერტ-კონსულტანტებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება საბანკო ან/და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნის გარეშე.

3. ცენტრს მიეცეს უფლება, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილე პირთა დღიური ხარჯის ანაზღაურება.

პრემიერ-მინისტრი . ღარიბაშვილი