დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019313 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1135
2015 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება (მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №84, სათავო ცენტრალური ოფისი; I სართულზე მდებარე 69,1 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი: №01.14.13.004.002, შენობა-ნაგებობა №3), 2 (ორი) წლის ვადით, აუქციონის გარეშე, გასცეს იჯარის წესით − აღნიშნულ ფართში სასადილოს მოწყობის მიზნით და საიჯარო ქირის ყოველთვიური ოდენობით − 400 (ოთხასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები