არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019276
  • Word
1133
02/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019276
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1133

2015 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სკრინინგ-ცენტრმა, „ონკოპრევენციის პროგრამის“ და „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის მომსახურებაზე, მომსახურების მიწოდების უწყვეტობის პრინციპების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2015 საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი