დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „ მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission - RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1131 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019280 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1131
2015 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „ მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission - RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, თავის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ან სხვა პროექტებიდან/წყაროებიდან შესყიდული, გადაცემული ან მიღებული, ქვემოთ მოყვანილი ფარმაცევტული პროდუქტი და ასაცრელი მასალები (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად) მოხმარების მიზნით, გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:
ა) ტეტანუსი-დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა - 400 (ოთხასი) დოზა;
ბ) შპრიცი 0,5 მლ - 400 (ოთხასი) ცალი;
გ) შპრიცების გასანადგურებელი უსაფრთხო ყუთი - 5 ცალი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები