„საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ პროგრამის მოსარგებლე პაციენტებისათვის საჭირო მედიკამენტით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019292
  • Word
1122
02/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019292
„საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ პროგრამის მოსარგებლე პაციენტებისათვის საჭირო მედიკამენტით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №112 2

2015 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ პროგრამის მოსარგებლე პაციენტებისათვის საჭირო მედიკამენტით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მაისის №1014 განკარგულების ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის მიწოდებამდე,მიეცეს უფლება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) უზრუნველყოს „ნარკომანიის“ პროგრამის ფარგლებში შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტის (3000 ფლაკონი 10მგ/მლ 100მლ ფორმის მეთადონის ჰიდროქლორიდი) უსასყიდლოდ გადაცემა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისათვის, აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტით დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ პროგრამის ფარგლებში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობისათვის.

2. მიეცეს უფლება სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 მაისის №1014 განკარგულების ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის მოწოდებისთანავე უზრუნველყოს სააგენტოს მიერ გადაცემული შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის (3000 ფლაკონი 10მგ/მლ 100მლ ფორმის მეთადონის ჰიდროქლორიდი) იმავე ფორმით სააგენტოსათვის უკან დაბრუნება.

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი