უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების გატარების შესახებ

  • Word
უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების გატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019295
  • Word
1120
01/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019295
უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების გატარების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1120

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების გატარების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალოთ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, მოახდინოს უეფას წარმომადგენლების შეტყობინების შესაბამისად, უეფას წარმომადგენლების მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე, უეფას კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის, გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის, ასევე ნებისმიერი წამახალისებელი ღონისძიების, რომელიც მოიცავს წამახალისებელი ნივთების გავრცელებას და სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით განხორციელებული არასათანადო რეკლამის გამოვლენა, აღკვეთა და კონტრაფაქციული საქონლის კონფისკაცია. ასევე მატჩის ბილეთების უნებართვოდ გასაყიდად შეთავაზებისა და უეფას ნებართვის გარეშე კომერციულ ღონისძიებაში გამოყენების აღსაკვეთად შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ − შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, მოახდინოს უეფას მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს − უეფას წარმომადგენლების შეტყობინების შესაბამისად, მოახდინოს უეფას მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება.

2. ეთხოვოთ:

ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოახდინოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, 2015 წლის უეფას სუპერთასის ქ. თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი უეფას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

ბ) სსიპ − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, უეფას წარმომადგენელთა მითითებების შესაბამისად, განახორციელოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დაკისრებული მოვალეობები უეფას მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და არასათანადო რეკლამის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით. ამასთან, უეფას წარმომადგენელთა მითითებების შესაბამისად, მისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს მატჩის ბილეთების უეფას ნებართვის გარეშე კომერციულ ღონისძიებაში გამოყენების აღსაკვეთად შესაბამისი ქმედებების განხორციელება. ასევე განახორციელოს სამაუწყებლო კომპანიების მიერ მატჩის უკანონო ტრანსლირების გამოვლენა და აღკვეთა.

3. წინამდებარე განკარგულების აღსრულების მიზნით, დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და ეთხოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მობილური ჯგუფების, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს საკონტაქტო პირების გამოყოფა, რომლებიც ითანამშრომლებენ უეფას სპეციალურ წარმომადგენელთან.

4. განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინირება დაევალოს სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტთან“ არსებულ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.

      

პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი