დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.165.016212 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 თებერვლის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/02/2015, 280120000.35.165.016195).
1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 თებერვლის №11 დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 695600 (ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ექვსასი) ლარს.“. 2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 თებერვლის №11 დადგენილების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. სტიქიური უბედურების და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა და უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა.“. 3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 თებერვლის №11 დადგენილების №1 დანართის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. სტიქიური უბედურების და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა და უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის კომპენსაცია) – თვეში 125 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (სტიქიით დაზარალებულის და გამქირავებლის); გ) ცნობა სტიქიური უბედურების შედეგად საცხოვრებლის დაზიანების შესახებ; დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი უსახლკარო მოსახლეობის მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნა; ე)ბანკში გახსნილი ანგარიში (გამქირავებლის).“. 4. დადგენილების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამის ბიუჯეტი
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები