დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019298 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1117
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ვაკე-5”-ს (ს/კ 204852677) შორის მიმდინარე სასამართლო დავის (საქმე №3/4356-11) შეწყვეტასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიების თაობაზე თანდართული მორიგების აქტის პროექტი.
2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირ №44-ში მდებარე უძრავი ქონებების (ს.კ.: №01.14.11.005.003.01.542, №01.14.11.005.003.01.543) სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, შპს ,,ვაკე-5”-თან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მორიგების აქტის პროექტითა და ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონების შპს „ვაკე-5-ის“ მიერ მიღების შემთხვევაში, მისთვის დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები