დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობით გადაცემაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019303 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1115
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
უძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობით გადაცემაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის (მდებარე: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №"7) II, III, IV, V, VI, IX, X, XI და XII სართულებზე არსებული წინასწარ განსაზღვრული ფართი (საერთო ფართი: 21 მ 2 ), ბანკომატების, სავაჭრო და ყავის აპარატების განთავსების მიზნით, იჯარის ფორმით, აუქციონის გარეშე, შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირის 80 (ოთხმოცი) ლარის სანაცვლოდ − ერთი ერთეული პროდუქტის/ყავის აპარატი, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირის 90 (ოთხმოცდაათი) ლარის სანაცვლოდ − ერთი ერთეული ბანკომატი, სარგებლობაში გადასცეს შესაბამის პირებს.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები