დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019309 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1111
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი და დასახიჩრებული სამხედრო მოსამსახურეების 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების და სხვა სპორტული ღონისძიებებისათვის მოსამზადებლად, კომპანია „STEYR SPORT GmbH“-ის მიერ წარმოებული ოთხი პნევმატური პისტოლეტისა და სამი პნევმატური თოფის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები