საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019275
  • Word
1108
01/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019275
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1108

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2015 წლის იანვარ-მაისში, სსიპ - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურებისა და აღნიშნული დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, მიმართულ იქნა სულ 725 500 (შვიდას ოცდახუთი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის, 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამის ასიგნებებიდან, ხოლო 139 000 (ას ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ასიგნებებიდან.

  2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში განსაზღვრული პროგრამების ნაწილობრივი შევსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 289 000 (ორას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი.

3. ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წლის ბოლომდე შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 1 090 000 (მილიონ ოთხმოცდაათი ათასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი