იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019271
  • Word
1106
01/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019271
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1106

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ

1.ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, გამსახურდიას ქ. №1-ში (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) მდებარე ობიექტის ელექტრომომარაგების აღდგენისა და გამრიცხველიანების სამუშაოების შესყიდვისათვის მიმართოს 8 521,65 (რვაათას ხუთასოცდაერთი ლარი და 65 თეთრი) ლარი.

2.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით სს „ენერგო-პრო ჯორჯიასაგან“.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი