დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა განსახლების ობიექტის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019270 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1105
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა განსახლების ობიექტის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №13-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის გამაგრებითი სამუშაოებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 112 398 (ას თორმეტი ათას სამას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები