დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019268 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №110 4
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ 1992-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად ბაბუშერასა და გუმისთაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრებისაგან უკვე აღებული და ბიუროს არქივში არსებული ნიმუშების გენოტიპირების საექსპერტო გამოკვლევების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, მიმართოს საჭირო თანხა.
2. მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გათვალისწინებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები