ა(ა)იპ − საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
ა(ა)იპ − საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1099
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019262
  • Word
1099
01/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019262
ა(ა)იპ − საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1099

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ − საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ − საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია გათავისუფლდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ივლისის №686 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა(ა)იპ − საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციას შორის 2013 წლის 10 ივლისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების 2.2.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, ამავე ხელშეკრულების 3.6 მუხლის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი