დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფიზიკური პირის იოსებ საანიშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1097 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019259 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1097
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის იოსებ საანიშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირი იოსებ საანიშვილი (პ/ნ 47001002023) გათავისუფლდეს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფიზიკურ პირ იოსებ საანიშვილს შორის 2007 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების 5.3 მუხლის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები