დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფიზიკური პირის გიორგი დადიანიძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1096 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019258 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1096
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის გიორგი დადიანიძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირი გიორგი დადიანიძე(პ/ნ 59001100111) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გიორგი დადიანიძეს შორის 2014 წლის 2 ივლისსა და 2014 წლის 8 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების 3.1.2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის, ამავე ხელშეკრულებების 6.3 მუხლების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები