საქართველოს საპატრიარქოს საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
საქართველოს საპატრიარქოს საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1091
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019251
  • Word
1091
01/06/2015
ვებგვერდი, 12/06/2015
000000000.00.003.019251
საქართველოს საპატრიარქოს საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1091

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოს საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქო გათავისუფლდეს „საქართველოს საპატრიარქოსათვის უძრავი სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 20 აგვისტოს №1-1/1955 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2009 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების 3.4 მუხლის შესაბამისად, ამავე ხელშეკრულების 2.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და 2.5 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი