სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1090
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019249
  • Word
1090
01/06/2015
ვებგვერდი, 11/06/2015
000000000.00.003.019249
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №10 90

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისშპს „ყუმურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისშესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა 3-შიმდებარე1855.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები: 1, ფართი-390.48 კვ.მ,2-32.06 კვ.მ და 3-ნანგრევი (ს/კ01.14.05.007.211) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 755 000 (შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ყუმურს“(საიდენტიფიკაციო კოდი: 236052579).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს18 (თვრამეტი) თვის ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით :

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაშიარანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდა;

ა.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაშიარანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის გადახდა;

ა.დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში755 000 (შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის გადახდა;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე, მრავალფუნქციური (მათ შორის, საცხოვრებელი დანიშნულების) შენობა-ნაგებობ(ებ)ის (არანაკლებ 6000 კვ.მ ფართობის მქონე) მშენებლობა/რეკონსტრუქცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლისვადაში, არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარისინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „ყუმური“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტითგათვალისწინებული, საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი