საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1089
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019247
1089
01/06/2015
ვებგვერდი, 11/06/2015
000000000.00.003.019247
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1089

2015 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა , რომ ფიზიკურ პირ ეთერ ცინცაძეს (პ/ნ 01009004040) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთში მდებარე 2014 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : 67.06.33.133) ეთერ ცინცაძის საკუთრებაში არსებული , კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთავისში მდებარე 763 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : 67.03.32.004) და კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთავისში მდებარე 1353 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : 67.03.32.007) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ეთერ ცინცაძე უარს იტყვის სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 6 ოქტომბრის 005403514 , 2015 წლის 6 აპრილის 001941115 და 2015 წლის 30 იანვრის 000500215 დასკვნებით დადგენილი , ამ პუნქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის - 1224 (ათას ორას ოცდაოთხი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ , ამ განკარგულების შესრულების მიზნით , უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი     ირაკლი ღარიბაშვილი