„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016226
28
08/06/2015
ვებგვერდი, 11/06/2015
010260020.35.154.016226
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის N35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2015 წლის 8 ივნისი

დ. თიანეთი

 

“თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №35 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge. გამოქვეყნების თარიღი 12.09.2014წ, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016186) „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში , კერძოდ 
1. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემგეგი რედაქციით:

„ 1.სამსახური  შედგება სამსახურის უფროსის, საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშგების განყოფილების  და მოხელეებისაგან:

ა)  მთავარი სპეციალისტი  ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში;

ბ) საბუღალტრო  აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

2. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5.  საბუღალტრო  აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება

1. მუნიციპალური სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა)  შესყიდვების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვაზე მომზადებული ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული თანხის ოდენობის შედარებას ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების შესაბამის რესურსთან და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას ვიზირებისათვის;

ბ) მიღებული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას;

გ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგი მონაცემების შემოწმებას:

გ.ა) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ფაქტობრივი თანხის შესაბამისობას აღებულ  ვალდებულებასთან;

გ.ბ) ფაქტობრივი შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან;

გ.გ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას;

დ ) რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან;

ე) სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში;

ზ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ დამტკიცებული წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების ყოველდღიურ აღრიცხვას;

თ) ყოველდღიური საბანკო ამონაწერის დამუშავების შემდეგ საკასო ხარჯების აღრიცხვას;

ი) დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, გამგეობის ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას;

კ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროულ დარიცხვას, უწყისების შედგენას და გაცემას;

ლ) საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას;

მ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადებას;

ნ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ აღრიცხვას;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას გამგეობის სამსახურებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე;

პ) მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას;

ჟ) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას, რისთვისაც ყოველდღიურად ამუშავებს ბანკიდან მიღებულ ამონაწერებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას;

რ) საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას, მათ შორის:

რ.ა) საკრებულოსა და გამგეობის მიერ განსახორციელებელ გადასახდელებზე;

რ.ბ) სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე;

ს) საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის:

ს.ა) საკრებულოსა და გამგეობის მიერ განსახორციელებელ გადასახდელებზე;

ს.ბ) სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე;

 ტ) წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ვალდებულებებთან;

 უ)  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას და უზრუნველყოფს დამტკიცებული ფორმების მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დადგენილ ვადებში წარდგენას.

ფ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური