დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს სადაზღვევო კომპანია ,,პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 02 სექტემბრის №01/16–ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/71-ო |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 05/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯაროსამართლისიურიდიულიპირის -
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №01/ 71-ო
2015 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
შპს სადაზღვევო კომპანია ,,პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფოზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 02 სექტემბრის №01/16–ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
“დაზღვევის შესახებ“ საქართველოსკანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 331 მუხლის,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის N126/01 ბრძანებით დამტკიცებული ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 02 სექტემბრის №01/16–ო ბრძანებით დანიშნულდროებით ადმინისტრატორს ზვიად გაბისონიას (პირადი ნომერი: 01026008225) შეუწყდეს უფლებამოსილება და შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის“ (ს/კ 205224675) დროებით ადმინისტრატორად დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადი ნომერი: 01014000880), რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმისწარმოების წესის“ შესაბამისად.
2.დროებითმა ადმინისტრატორმა მიიღოს აუცილებელი ზომები შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის.
3.დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობოს შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის“ მარეგისტრირებელ ორგანოს, გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე.
4.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6) მხარეთათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5.აღნიშნულიბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 08 ივნისიდან.
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები