დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240120000.35.170.016115 |
|
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის4 მაისის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2015, სარეგისტრაციო კოდი: 240120000.35.170.016105) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დამტკიცებული დანართი №1-ის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (გარე რეკლამის სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე და სხვა), რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1534 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევებს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან განესაზღვროთ ვადა 30 სამუშაო დღის ოდენობით, რათა მათ მიერ ამ წესის შესაბამისად მოპოვებულ იქნეს გარე რეკლამის უფლება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები