„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 15/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016210
25
08/06/2015
ვებგვერდი, 11/06/2015
010250020.35.138.016210
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2015 წლის 8 ივნისი

ქ. ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება ,,ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ“  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის  №54 დადგენილებით (ვებგვერდი www.matsne.gov.ge; 15/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016181)  დამტკიცებულ  დანართ №1 და დანართ №2-ში:   

1. დანართი  №1-ის მე-8  მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია

ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად  ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.”.

2. დანართი  №1-ის მე-9 მუხლეში შევიდეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 9. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება

1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას  საკრებულოს თანხმობით, გამგებლის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი კომისის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.

3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელებზე.

4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.

5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.

6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულება.“.

3. დანრთი №2-ის მე-8  მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება

 1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას  საკრებულოს თანხმობით, გამგებლის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი კომისის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.

3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელებზე.

4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.

5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.

6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულება.“.

4. დანრთ №2-ს დაემატოს მე-9 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია

ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე