„საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის N05/29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 05/60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016185
05/60
11/06/2015
ვებგვერდი, 11/06/2015
040030000.22.054.016185
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის N05/29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/60

2015 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის N05/29 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების  პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. თეატრს შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება-გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში თავისი საქმიანობის განსახორციელებლად. თეატრს ასევე უფლება აქვს, სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე, მათ უცხოელ ორგანიზატორებსა და პარტნიორებთან კომუნიკაციისას, თეატრის რეკლამირებისა და პოპულარიზაციის მიზნით, გამოიყენოს დასახელება „გაბრიაძის თეატრი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე