დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 260 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.018645 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017673) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართი 10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 10
“. შენიშვნა მე-18 პუნქტზე: მე-18 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო ტყითსარგებლობით მიყენებული (დამდგარი) ზიანის ოდენობის გაანგარიშებისას, 1 კვ.მ-ისთვის საბაზისო ნორმატივად აიღება დანართ 3-ში მითითებული 1 ჰექტარი ურწყავი სახნავი მიწის ათვისების საბაზისო ნორმატივი გაყოფილი 10 000-ზე. ამასთან, გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება დანართი 3-ის შენიშვნა. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება გავრცელდეს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულ − „ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილების დანართი 10-ის მე-17, მე-18 და 24-ე პუნქტებით გათვალისწინებული უკანონო ტყითსარგებლობით გარემოსთვის მიყენებული (დამდგარი) ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოებებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები