დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/48 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.054.016186 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/48 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/48 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების განვითარება;“. 2. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი: „ზ) საგამომცემლო საქმიანობის განვითარება;“. 3. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განახორციელოს კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა და მისი განვითარების ხელშეწყობა;“. 4. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) განახორციელოს საგამომცემლო საქმიანობა და მისი განვითარების ხელშეწყობა;“. 5. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მწერალთა სახლის შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისგან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები