დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 254 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.10.003.018639 |
254
04/06/2015
ვებგვერდი, 08/06/2015
300280020.10.003.018639
„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2013, 300280020.10.003.017381) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ინტერესთა გამოხატვის შედეგად გამარჯვებული პირის მიერ ელექტროსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 15 წლის განმავლობაში, ყოველი წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების განმავლობაში, ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის რეალიზაცია სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ (ესკო) წინასწარ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 აპრილიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის შედეგად წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები