დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.016987 |
|
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანების (სსმ III, 23.01.2006წ., №8, მუხ.78, სარეგისტრაციო კოდი: 430.010.000.22.022.008.031) პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები: „კ1) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლის შესახებ; კ2) დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახების თაობაზე;“; ბ) „მ“ ქვეპუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესში სსსმ პირების ჩართვას და მათთვის საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობას;“. 2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სასწავლო წლის დაწყებამდე, მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციული– სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, სამინისტროს წარუდგენს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმასა და რესურსცენტრის გასული სამუშაო წლის გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს;“; ბ) „თ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ და „თ3“ ქვეპუნქტები: „თ2) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლის შესახებ; თ3) დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახების თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თამარ სანიკიძე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები