დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 157 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016759 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, 230210000.22.003.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
33-ე მუხლის: |
ა)
პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას.“; |
ბ)
მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) თუ საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონლის გაშვებამდე სრულად გადახდილია იმპორტის გადასახდელები.“. |
2.
34-ე მუხლის: |
ა)
პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას – საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის გადასახდელების ნაწილი გადახდილია საქონლის გაშვებამდე – საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იმპორტის გადასახდელებსა და საქონლის გაშვებამდე გადახდილ გადასახდელებს შორის სხვაობას.“; |
ბ)
მე-3 პუნქტის: |
ბ.ა)
„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები, გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“; |
ბ.ბ)
„ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას – უნდა იყოს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე არანაკლებ 10 კალენდარული დღით მეტი.“. |
3.
51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით. საქონლის გაშვება აგრეთვე შესაძლებელია კუთვნილი იმპორტის გადასახდელების სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელების ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები