საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016227
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
05/06/2015
ვებგვერდი, 09/06/2015
010250000.35.152.016227
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/06/2015 - 06/09/2019)

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2015 წლის 5 ივნისი

ქ. დუშეთი

 

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის,  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა და შესაბამისად არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2. განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით  გამოიწვევს „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი



დანართი №1
   დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა.

 1. დუშეთის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ქ.დუშეთი; სულიკიანთ დასახლება; კობიაანთ დასახლება; მთვარელიანთ დასახლება; მილახვრიანთ დასახლება);

 2. ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეული   (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: დაბა ჟინვალი; არაგვისპირი-ჟინვალის ცენტრალური გზა );

 3. ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: დაბა ფასანაური; ოშპიტლის დასახლება; ჭართალი-ფასანაურის ცენტრალური გზა);

 4. ანანურის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ანანური-ციხისძირი-ცივწყაროს ცენტრალური გზა; ანანურის სკოლის მიმდებარე ტერიტორია; ანანურის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია);

 5. ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ბაგიჭალა-ჩანადირთკარის ცენტრალური გზა; სოფელ გრიგოლაანთკარის შიდა ცენტრალური გზა; ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია; დევნილთა ჩასახლება ე.წ „პანსიონატის“ ტერიტორია; რადიოსადგურის ტერიტორია);

 6. გრემისხევის ადმინისტრაციული ერთეული;

 7. გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეული;

 8. ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფელ აბანოსხევი);

 9. მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეული;

10. მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეული;

11. უკანაფშავის  ადმინისტრაციული ერთეული;

12. ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფელი ნაღვარევი- ქვეშეთი-მლეთა „შადრევნამდე“ ცენტრალური გზა; სოფ.ქვეშეთი);

13. შატილის ადმინისტრაციული ერთეული;

14. ჭართლის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: მენესო-ჭართალი-ხანდოს ცენტრალური გზა);

15. ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ბოდორნა-არაგვისპირის ცენტრალური გზა; არაგვისპირიდან დუშეთამდე ამოსასვლელი);

16. ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფელი ჭოპორტი; წითელსოფელი-ბაგიჭალის ცენტრალური გზა; წითელსოფელი-აბანოსხევის ცენტრალური გზა);

17. ხეობის ადმინისტრაციული ერთეული;

18. ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეული;


დანართი №2
   დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ქ. დუშეთი

აღმაშენებლის ქუჩა

რუსთაველის ქუჩა

300 არაგველის სახელობის ცენტრალური მოედანი

ვაჟას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია

ორწყაროს მიმდებარე ტერიტორია

ბუხაიძის ქუჩის მიმდებარე სკვერი

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ბულვარი

დუშეთის შემოსასვლელში "დამპალ წყლის" მიმდებარე ტერიტორია

აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია

ქ. დუშეთის შემოსასვლელში წყაროს მიმდებარე ტერიტორია

ობსერვატორიის ტერიტორია

მწითურის ქუჩის მიმდებარე სკვერი

 

დაბა ჟინვალი

დაბა ჟინვალში შიდა ცენტრალური გზა

კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი

ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია

პოლიციის მიმდებარე სკვერი

 

ანანურის თემი

ანანურის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია

დაბა ფასანაური

სტალინის ქუჩა

რუსთაველის ქუჩა

კოსტავას ქუჩა