დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016272 |
|
„თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/02/2015, 010250050.35.163.016244) და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ ფორმებს დაემატოს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა, დანართი №7-ის შესაბამისად, საჯარო აუქციონში მონაწილის განაცხადის ფორმა დანართი №8-ის შესაბამისად და საჯარო აუქციონში დამარცხებული მონაწილის ბეს დაბრუნების მოთხოვნის განცხადების ფორმა, დანართი №9-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №7
|
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
|
N --------
ქ. თელავი ,,--------------------“ 201 წ. ეს ოქმი ------------------------------------------------------------------------------------ (აუქციონში გამარჯვებული (ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები) მასზედ, რომ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის ქონების --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან )
სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი ფასი-----------------(--------------------) (ციფრებით/სიტყვიერად) სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნითб თელავის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიის მიერ 201 წლის -------------- ჩატარებულ უპირობო/პირობებიან საჯარო აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის --------------------- საფუძველზეб გამოვლინდა გამარჯვებულად და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, ----------------- წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი, საკადასტრო კოდი, მონაცემები შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან) ქონება. 1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ქონების მმართველთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შეტანილი ბე/ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. 3. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ონფორმაცია ქონების მმართველს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 4. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. მასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 5. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი ქირის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე: ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით. 6. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ქონების მმართველის მიერ. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდელი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. /ქონების მმართველი/ /-------------------------------------------------/ /----------------------/ (სახელი/გვარი) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი (მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები): /--------------------------------------/ /----------------------/ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) |
დანართი №8
|
საჯარო აუქციონში მონაწილის განაცხადის
ფორმა |
თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით განკარგვის
მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე/იურიდიული პირი:-------------------------------------------- მისამართი:------------------------------------------------------------------- პირადი №/საიდენ.კოდი-------------------------------- ტელ:---------------------------------------------------- გ ა ნ ა ც ხ ა დ ი გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------------------------------------------ (წელი, რიცხვი, თვე) გამოცხადებულ უპირობო/პირობებიან საჯარო აუქციონში, თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, თელავის მუნიციპალიტეტის ---------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მდებარეობა, დასახელება, მიწის კატეგორია, ს/კოდი, საწყისი ფასი და ლოტის №) შეძენის/სარგებლობის უფლებით მიღების მიზნით. გავეცანი და სრულად ვეთანხმები აუქციონის წესსა და პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). ჩემ მიერ გადახდილია ,,ბე“ და ბილეთის ფასი. დანართი: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); 2. მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 3. სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით); 4. გადახდილი ბეს ქვითარი; 5. გადახდილი ბილეთის ფასის ქვითარი.
განმცხადებლის ხელმოწერა თარიღი: |
დანართი №9
|
საჯარო აუქციონში დამარცხებული მონაწილის ბეს დაბრუნების
მოთხოვნის განცხადების ფორმა |
თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით განკარგვის
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე/იურიდიული პირი:-------------------------------------------- მისამართი:------------------------------------------------------------------- პირადი №/საიდენ. კოდი-------------------------------- ტელ:----------------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ ამა წლის ------------------- მონაწილეობა მივიღე თვითმმართველი თემის – (რიცხვი, თვე) თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ უპირობო/პირობებიან საჯარო აუქციონში, თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, თელავის მუნიციპალიტეტის ---------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მდებარეობა, დასახელება, მიწის კატეგორია, ს/კოდი, საწყისი ფასი და ლოტის №) შეძენის/სარგებლობის უფლებით მიღების მიზნით და ვერ გავიმარჯვე. გთხოვთ, გადახდილი ბე --------------------------------------- დამიბრუნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე: (თანხა ციფრებით, სიტყვიერად)
მიმღები: პირადი №/საიდენ.კოდი: მიმღები ბანკი: ბანკის კოდი: ანგარიშის ნომერი:
განმცხადებლის ხელმოწერა თარიღი:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები